Accessibility links

logo-print

ცხრა ახალი და ერთი ძველი კადრი აფხაზეთის ახალ მთავრობაში


აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა

აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა

19 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა. ეს დევნილობაში მყოფი რიგით მეექვსე ახალი მთავრობაა. ყოლბაიამ მთავრობა თითქმის მთლიანად განაახლა. მასში ცხრა ახალი და ერთი ძველი მინისტრი შედის და მათი მთავარი მიზანი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი აღნიშნავს, აფხაზეთის მთავრობის მიმართ ნდობის აღდგენაა. მთავრობის შემადგენლობა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღეში უნდა დაამტკიცოს.

„აფხაზეთის ახალი მთავრობა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ამ ეტაპზე ვერ შეუძენს ახალ სახლებს და ვერ გადაუჭრის სხვა
გლობალურ პრობლემებს, მაგრამ მათ გვერდით დგომას სთავაზობს“, - განაცხადა 19 სექტემბერს, მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენისას, ვახტანგ ყოლბაიამ, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაია

ვახტანგ ყოლბაია

თანამდებობაზე გასულ კვირას დაამტკიცა. ამჯერად ყოლბაიამ თავად წარუდგინა მედიას აფხაზეთის მთავრობის განახლებული შემადგენლობა:

„უნდა ვაღიართ, რომ აფხაზეთის მთავრობის მუშაობა ძალიან ხშირად ექცევა კრიტიკის ქარცეცხლში. ეს დასამალი არ არის და ჩვენც ვიცით. დევნილთა საზოგადოებაშიც არსებობს წუხილი და მოლოდინი აფხაზეთის მთავრობის მიმართ“.

მთავრობა თითქმის ასი პროცენტით განახლდა. ძველი მინისტრებიდან ყოლბაიამ პოსტი შესთავაზა მხოლოდ მევლუდ ჯაჭვლიანს, რომელიც იყო მინისტრი ზემო აფხაზეთის საკითხებში. რაც შეეხება დანარჩენ ცხრა კანდიდატურას, ესენი არიან: ვასილ ხორავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის პოსტზე, ავთანდილ ძაგანია - ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, ქეთევან ბაკარაძე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად, დიმიტრი ჯაიანი - განათლებისა და კულტურის მინისტრად, დავით გვაძაბია - დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, გივი კაცია - იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ, ვალერი ბასარია - სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, კონსტანტინე კუჭუხიძე - რეგიონალური მართვის საკითხებში მინისტრად და აბესალომ მიქელაძე - განსაკუთრებულ დავალებათა მინისტრად.
არასოდეს არ ყოფილა ეს კულტურა პროვინციული კულტურა, ყოველთვის მაღალი დონის იყო და მინდა ეს დონე დავაბრუნოთ. ამას გარდა, სანამ დავბრუნდებით, ძალიან მინდა, რომ აფხაზი მსახიობები მოვიწვიოთ აქ და ერთობლივი წარმოდგენა გავაკეთოთ...

მინისტრობის ახალი კანდიდატები 19 სექტემბერს მოკლე კომენტარებით შემოიფარგლნენ. მათი თქმით, ახლა მთავარია მათ რადიკალურად შეცვალონ დამოკიდებულება აფხაზეთის მთავრობის მიმართ.

„მთავარია, რომ ეს ნდობა აღდგეს და არ დაირღვეს მომავალში და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ორიენტირებულები ვიყოთ ჩვენს დევნილ მოსახლეობაზე“, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ავთანდილ ძაგანია. ვასილ ხორავა კი, რომელმაც ფინანსთა სამინისტროს უნდა უხელძღვანელოს, ფიქრობს, რომ აღარ უნდა დადგეს ეჭვქვეშ, რაში იხარჯება მთავრობის ბიუჯეტი: “ვაპირებ, რომ ჩემი რესურსებით, კავშირებით შევძლო და აფხაზეთის მთავრობის სახელით ერთი შენობა მაინც დაიდგას დევნილებისთვის“.

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი დაუსახავს მიზნად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ბაკარაძეს, კულტურის მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ჯაიანი კი ფიქრობს აფხაზეთის კულტურას დაუბრუნოს ის იმიჯი, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა:

„ჰქონდა ეს იმიჯი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს რაღაცები შეირყა. არასოდეს არ ყოფილა ეს კულტურა პროვინციული კულტურა, ყოველთვის მაღალი დონის იყო და მინდა ეს დონე დავაბრუნოთ. ამას გარდა, სანამ დავბრუნდებით, ძალიან მინდა, რომ აფხაზი მსახიობები მოვიწვიოთ აქ და ერთობლივი წარმოდგენა გავაკეთოთ“.

აფხაზეთის ახალი მთავრობა მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, მანამდე კი მინისტრობის კანდიდატები უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და კომისიების წევრებს შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG