Accessibility links

logo-print

ირანში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება


არჩევნების მეორე ტური ირანში

არჩევნების მეორე ტური ირანში

ირანში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. ამჟამად პარლამენტში არცერთ პარტიას არ მოეპოვება უმრავლესობა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საარჩევნო ხმის მქონე 17 მილიონ ამომრჩეველს.

კენჭისყრის პირველი შედეგები საღამოს გახდება ცნობილი. კენჭისყრის მეორე რაუნდში 290-ადგილიანი პარლამენტის 68 მანდატის ბედი წყდება. არჩევნების პირველ რაუნდში, რომელიც 26 თებერვალს გაიმართა, დიდ წარმატებას მიაღწიეს პრეზიდენტ ჰასან როჰანის ზომიერმა და ცენტრისტმა მომხრეებმა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს უმრავლესობის მოპოვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG