Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ვადამდელ არჩევნებში ერდოანის პარტიამ გაიმარჯვა


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ „გამარჯვების დღე“ უწოდა 1 ნოემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმად პირველ ადგილს თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია იკავებს. ბიულეტენების 98 პროცენტის დამუშავების შედეგად, ისლამური ფესვების კონსერვატიული პარტია, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანია, ამომრჩეველთა ხმების 49,4 პროცენტს აგროვებს. ეს კი თურქეთის 550 კაციან პარლამენტში 315 მანდატისა და კოალიციის გარეშე მთავრობის ფორმირების გარანტიას იძლევა. თურქეთის პროქურთულმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში 10% -ი მიიღო. ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყდა 7 ივლისს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში და ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG