Accessibility links

logo-print

მმართველმა პარტიამ – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, ხმათა 82 პროცენტის დათვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 49,26%-მა. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ხმების 26,46% მოაგროვა. მესამე შედეგი აქვს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ - 5%. სხვა პარტიებმა და ბლოკებმა საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად აუცილებელი 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. ბარიერის ზღვართან ყველაზე ახლოს არიან „თავისუფალი დემოკრატები“ - 4.58%.

წინასწარი მონაცემები ასახავს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარ შედეგებს 3045 უბნის მიხედვით, რაც უბნების საერთო რაოდენობის (3702) 82,55%-ს შეადგენს. შედეგების გამოცხადებისას, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ნაწილში ინტენსიურად მიმდინარეობს ოქმების მონაცემების შეტანა და „ამ ეტაპზე დამუშავებულია 1415 ოქმი, რომლის შედეგებიც უკვე ხელმისაწვდომია ცესკოს ვებსაიტზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG