Accessibility links

logo-print

არჩილ ძულიაშვილი: დაუდგენელია, თუ როგორ ხვდებიან ქართველი რეკრუტები სირიაში


არჩილ ძულიაშვილი

არჩილ ძულიაშვილი

25 სექტემბერს ვაშინგტონმა საერთაშორისო ტერორისტთა "შავ სიაში" შეიყვანა „ისლამისტური სახელმწიფოს“ ორი მაღალი რანგის ექსტრემისტი მეთაური თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები. იმავე დღეს გავრცელდა ცნობა სირიაში შეტაკებების დროს 18 წლის ომალოელი ბესო კუხტანაშვილის დაღუპვის შესახებ. დაღუპულის ოჯახის ნათესავები, რომლებმაც არ იცოდნენ მისი სირიაში ყოფნის ამბავი, საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ დაღუპულის ცხედრის გადასვენებაში.იმის გასაგებად, თუ როგორ ხვდებიან და საქართველოს რამდენი მოქალაქე შეიძლება იმყოფებოდეს სირიაში, კობა ლიკლიკაძე ეგვიპტეში ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს ელჩს ეგვიპტეში, სირიასა და ტუნისში არჩილ ძულიაშვილს.

XS
SM
MD
LG