Accessibility links

logo-print

არჩილ ცინცაძე: უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ყოველმხრივ სჭირდებათ გამხნევება და თანადგომა


არჩილ ცინცაძე

არჩილ ცინცაძე

გასულ კვირაში, 18 დეკემბერს, სავარაუდოდ, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ბრძოლაში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, წარსულში პროფესიონალი სამხედრო, ალექსანდრე გრიგოლაშვილი. იგი უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფ „აიდარის“ შემადგენლობაში ორი თვის წინ ჩაირიცხა და, გავრცელებული ინფორმაციით, სადაზვერვო ჯგუფთან ერთად ყველაზე სახიფათო უბნებზე ასრულებდა საბრძოლო მოვალეობას. ამასობაში აღმოსავლეთ უკრაინაში, არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, არამედ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა რიგებშიც, ანუ ფრონტის სხვადასხვა მხარეს, იბრძვიან მოხალისე ქართველები. ჩვენ ამ თემაზე სასაუბროდ უკრაინაში დავუკავშირდით იქ მოღვაწე ქართველ პოლკოვნიკს, არჩილ ცინცაძეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1990-იანი წლების კონფლიქტების მონაწილეა, აქვს უმაღლესი სამხედრო განათლება და 1995-2008 წლებში იყო საქართველოს სამხედრო ატაშე აშშ-ში.

XS
SM
MD
LG