Accessibility links

არტურ მიქვაბია: აფხაზეთის რკინიგზის კაპიტალური რემონტის გეგმა ჯერ არ არსებობს


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არტურ მიქვაბია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არტურ მიქვაბია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ კომენტარი გააკეთა აფხაზეთის დასავლეთში რკინიგზის გასუფთავების სამუშაოების დაწყებაზე და განაცხადა, რომ რუსეთის სარკინიგზო ჯარების მცირე ჯგუფმა დაიწყო ოჩამჩირიდან ენგურამდე რკინიგზის 33-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან უპასუხა ტრანსპორტის დე ფაქტო სამმართველოს ხელმძღვანელს ზურაბ ხაჯიმბას, რომელმაც განაცხადა, რომ სამუშაოების მიზანი აფხაზეთის გავლით ტრანზიტული მგზავრობის აღდგენაა. მიქვაბიას თქმით, მას მსგავსი ინფორმაცია არა აქვს. „სასურველია, რომ რკინიგზის კაპიტალური რემონტი დაიწყოს, თუმცა საკითხი ჯერ ასე არა დგას“ - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა არტურ მიქვაბიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG