Accessibility links

logo-print

პრაღის ცენტრში კვეტნას ქუჩაზე მდებარეობს სახლი, რომელშიც ემიგრაციის წლებში ცხოვრობდა აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი, რომელიც 1926-1933 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს წარმომადგენლობას ჩეხოსლოვაკიაში. ჩეხეთში საქართველოს საელჩოსა და ქართული სათვისტომოს მეცადინეობით სახლს, რომელშიც არზაყან ემუხვარი ცხოვრობდა, უკვე გაუკეთდა მემორიალური დაფა, ხოლო მალე, შემოდგომაზე დასრულდება დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომელშიც აფხაზი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწის წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებაზე იქნება საუბარი. დოკუმენტური ფილმს იღებს არზაყან ემუხვარის დის შვილიშვილი აფხაზეთიდან დევნილი ნატო მარშანია, რომელმაც რადიო თავისუფლებას გაუზიარა მისი შორეული შთამომავლის ბიოგრაფიის რამდენიმე შტრიხი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG