Accessibility links

logo-print

ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ჩაფრინდა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბაშარ ალ-ასადს (მარცხნივ) ხვდება კრემლში. მოსკოვი, 2015 წლის 21 ოქტომბერი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბაშარ ალ-ასადს (მარცხნივ) ხვდება კრემლში. მოსკოვი, 2015 წლის 21 ოქტომბერი.

კრემლის ცნობით, სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ჩაფრინდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. როგორც კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ასადი მოსკოვში სამუშაო ვიზიტად ჩაფრინდა გუშინ, 20 ოქტომბერს, რათა მასპინძელთან სირიაში ისლამისტების წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაციის გარშემო ემსჯელა.

პესკოვის თანახმად, მოლაპარაკება შეეხება „ტერორისტულ ჯგუფებთან“ ბრძოლას, სირიაში რუსეთის სამხედრო, მათ შორის საავიაციო, ოპერაციის გაგრძელებას. მისი თქმით, ასადმა პუტინს სირიის არმიის გეგმების შესახებ ამცნო.

პუტინის და ასადის შეხვედრა შედგა მაშინ, როცა პენტაგონმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სირიის საჰაერო სივრცეში რუსეთის და აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის თვითმფრინავებს შორის ინციდენტების რისკი. შეთანხმებით დადგინდა რადიოსიხშირეები, რომელთა მეშვეობითაც აშშ-ის და რუსეთის არმიებს შეეძლებათ ინფორმაციის გაცვლა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG