Accessibility links

პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის პოსტზე ეშტონ კარტერი წარადგინა.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეშტონ კარტერი თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა. კარტერი ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. ნომინაციის დასახელებისას, პრეზიდენტმა ობამამ კარტერი „ეშად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ის თავდაცვის დეპარტამენტს „სტრატეგიული ხედვისა და ტექნოლოგიური ცოდნის უნიკალურ ნაერთს“ შემატებს.

60 წლის კარტერი პროფესიით ფიზიკოსი და მაღალ-ტექნოლოგიური იარაღის ექსპერტია. 2011-2013 წლებში კარტერი პენტაგონის მიერ იარაღის შესყიდვების პროცესს ხელმძღვანელობდა. სავარაუდოდ, მას კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. თუ სენატმა კარტერის კანინატურა დაამტკიცა, ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჩაკ ჰეიგელს შეცვლის.

პრეზიდენტ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად სიტყვით გამოსვლისას, კარტერმა პირობა დადო, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი დამტკიცების შემთხვევაში ის პრეზიდენტს გულახდილ სტრატეგიულ რჩევებს მისცემს.

XS
SM
MD
LG