Accessibility links

logo-print

აშშ-ში პატივს მიაგებენ 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას


აშშ-ში პატივს მიაგებენ 2011 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნას.

ტრაგედიის მეთერთმეტე წლისთავზე სამიათასამდე დაღუპულის ნათესავები ნიუ-იორკში შეიკრიბებიან იმ ადგილას, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები იდგა და დაღუპულთა სახელებს წაიკითხავენ.

გაიხსენებენ იმ ათასამდე დაღუპულსაც, ვინც შენობის ნგრევისას წარმოქმნილ ტოქსიკურ მტვერს შეეწირა.
XS
SM
MD
LG