Accessibility links

აუდიოწიგნები ელექტრონული წიგნების სახლ "საბასგან" 


20 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო პოეტი, ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" წარმომადგენელი რატი ამაღლობელი. "საბამ" აპრილის დასაწყისში მკითხველებს "ხმოვანი წიგნების" პროექტი წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც ციფრული მოწყობილობებისთვის აპლიკაციის შექმნა და იქ ხმოვანი წიგნების დიდი ბაზის განთავსება იგეგმება.

ტექნოლოგიურად დახვეწილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წიგნების მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მოწყობილობაში, ინტერნეტის გარეშე, აპლიკაციით Saba Reader. მაღალტექნოლოგიური პლატფორმა შესაძლებელს გახდის, ნებისმიერი ლიტერატურული აუდიოჩანაწერი, ძველი თუ ახალი, გადაიქცეს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ ხმოვან წიგნად. რა ტიპის მკითხველისთვის არის აუდიოწიგნების პლატფორმის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რამდენად იზრდება წლიდან წლამდე საქართველოში ელექტრონული წიგნების მომხმარებელთა რაოდენობა, რამდენად ხდის თანამედროვე ტექნოლოგიები წიგნს უფრო ხელმისაწვდომს ფართო მასებისთვის - სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG