Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძეს ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურა


"ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს კახა კალაძეს სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურა და დღეიდან იძულებითი აღსრულების პროცესი იწყება, - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კალაძე 10 აგვისტოს დააჯარიმა თითქმის 17 მილიონი ლარით, მეორე დღეს კი 20 მილიონ ლარზე მეტით კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ კალაძემ და ივანიშვილმა პირადი საბანკო ანგარიშებიდან გატანილი რამდენიმე მილიონი ლარი ”ქართული ოცნებისთვის” დახარჯეს. ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა დღის ბოლოს ეწურება. ადვოკატი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ კოალიციის ლიდერის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხელმეორედ დააყადაღოს "ქართუ ჯგუფისა" და ბანკ "ქართუს” აქციები.
XS
SM
MD
LG