Accessibility links

logo-print

აუნ სან სუ ჩის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა


მიანმარი ოპოზიციის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 1991 წლის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი

მიანმარი ოპოზიციის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 1991 წლის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი

მიანმარის ოპოზიციის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის დღეს გადაეცა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია, რომელიც მას 1991 წელს მიენიჭა. თავის გამოსვლაში სუ ჩიმ თქვა, რომ ნობელის პრემია, რომელიც მას 21 წლის წინ მიენიჭა შინაპატიმრობაში ყოფნისას, მას დაეხმარა, გადაელახა იზოლაციის შეგრძნება და დაარწმუნა, რომ მსოფლიო დემოკრატიულ ცვლილებებს მოითხოვდა მის ქვეყანაში, რომელსაც სამხედროები განაგებდნენ. სუ ჩის, რომელმაც საერთო ჯამში 15 წელი გაატარა შინაპატიმრობაში 1989 წლიდან 2010 წლის ბოლომდე პერიოდში, არასოდეს დაუტოვებია მიანმარი - ხანმოკლე თავისუფლების დროსაც კი, - ვინაიდან შიშობდა, რომ სამხედროები მას ქვეყანაში აღარ შეუშვებდნენ. 1991 წელს ნობელის პრემია მის მაგივრად გადაეცა მის ვაჟს, ალექსანდერს. ერთი წლის შემდეგ სუ ჩიმ გამოაცხადა, რომ მილიონ სამასიათასი დოლარის ოდენობის პრემიას ის მოახმარდა მიანმარის ხალხის ჯანდაცვასა და განათლებას.
XS
SM
MD
LG