Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო აღნიშნავს ოსვენციმის გათავისუფლების 70-ე წლისთავს


პოლონეთში, ოსვენციმის ყოფილი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე დღეს იმართება ცერემონია ბანაკში მყოფთა გათავისუფლების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად. ცერემონიაზე შეიკრიბებიან ოსვენციმში გადარჩენილები და მრავალი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები. როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოსვენციმის გათავისუფლების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, 26 იანვარს ბერლინში გამართულ ცერემონიაზე აღნიშნა, ოსვენციმი არის „გაფრთხილება“ - როგორ შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთს ავნონ. 27 იანვარს აღინიშნება ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეც. ოსვენციმი აღიარებულია ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი გენოციდის ერთ-ერთ ყველაზე საზარელ სიმბოლოდ. მარტო ამ საკონცენტრაციო ბანაკში გაანადგურეს 1,5 მილიონამდე ადამიანი, უმეტესწილად ებრაელები. სულ ნაცისტურმა რეჟიმმა ექვს მილიონამდე ებრაელი დახოცა.

XS
SM
MD
LG