Accessibility links

logo-print

ავსტრია და სლოვენია მიგრანტთა კრიზისის გამო საზღვრებზე ბარიერების აღმართვას აპირებენ


სლოვენიის ცხენოსანი პოლიციის წარმომადგენელი ლტოლვილებს მიუძღვება ავტობუსებისკენ, რომლებითაც ისინი საგანგებო თავშესაფრებში და სარეგისტრაციო ბანაკებში მიჰყავთ ავსტრიაში გამგზავრებამდე.

სლოვენიის ცხენოსანი პოლიციის წარმომადგენელი ლტოლვილებს მიუძღვება ავტობუსებისკენ, რომლებითაც ისინი საგანგებო თავშესაფრებში და სარეგისტრაციო ბანაკებში მიჰყავთ ავსტრიაში გამგზავრებამდე.

ავსტრია აცხადებს, რომ იწყებს „ტექნიკური ბარიერების“ აღმართვას თავის ტერიტორიაზე მეზობელი სლოვენიიდან მიგრანტების შესვლის გასაკონტროლებლად. შინაგან საქმეთა მინისტრმა იოჰანა მიკლ-ლაიტნერმა 28 ოქტომბერს უთხრა პარლამენტს, რომ კედლის მშენებლობა 10-მდე დღეში იწყება. მისივე თქმით, არ არის დაგეგმილი „ავსტრიის გარშემო კედლების აღმართვა“. იმავე დღეს სლოვენიამ გამოაცხადა, რომ ასევე აპირებს თავის საზღვარზე ბერიერების დამონტაჟებას მიგრანტთა ამჟამინდელ კრიზისთან დაკავშირებით. წელს უკვე 700 ათასზე მეტი მიგრანტი - უმეტესწილად სირიიდან, ავღანეთიდან და აფრიკიდან ლტოლვილები ჩავიდნენ ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების იმედით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG