Accessibility links

logo-print

ავღანეთი ცდილობს ინფორმაცია მოიპოვოს თალიბანის „დაჭრილ“ ლიდერზე


მოლა ახტარ მანსური

მოლა ახტარ მანსური

ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ცდილობენ დაადგინონ, ცოცხალია თუ არა თალიბანის ლიდერი, მოლა ახტარ მანსური - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ის მძიმედ დაიჭრა სროლაში, რომელიც მოჰყვა სხვა მეთაურებთან მომხდარ ჩხუბს პაკისტანში. „ვცდილობთ დავადგინოთ ის ცოცხალია თუ მკვდარიო“, აცხადებს სულთან ფაიზი, ავღანეთის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, აბდულ რაშიდ დოსტუმის პრესმდივანი. მისი თქმით, მოლა მანსური „კრიტიკულ“ მდგომარეობაში იყო იმ სროლის შედეგად, რომელიც მოჰყვა თალიბანის ერთ-ერთ მეთაურთან, მოლა აბდულა სარდარისთან მომხდარ მწვავე ჩხუბს. მანსურის შესახებ გავრცელებულ ცნობებს თალიბანმა ოფიციალურად უწოდა „აბსოლუტურად უსაფუძვლო“. მაგრამ პაკისტანის დაზვერვის მაღალჩინოსანმა სააგენტო ფრანს პრესს უთხრა, რომ მანსური „ძალიან მძიმედ დაიჭრა“ 1 დეკემბერს, ქალაქ ყუეთაში, გასამხედროებული მეთაურების შეკრებაზე. ვრცელდება ცნობები სროლის შედეგად დაღუპულ და დაჭრილ პირებზე. მანსურის მმართველობის პირობებში ამბოხების შემთხვევა არ ყოფილა თალიბანის რიგებში, რომელიც სამთავრობო ძალებს ებრძვის. მანსური ოთხი თვის წინ გახდა თალიბანის ხელმძღვანელი, მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა ჯგუფმა გამოაცხადა, რომ მათი ლიდერი მოლა ომარი 2013 წელს გარდაიცვალა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG