Accessibility links

logo-print

ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა 59 ადამიანი გაათავისუფლეს თალიბების ტყვეობიდან


ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა 59 ადამიანი გაათავისუფლეს თალიბების ტყვეობიდან. ამის შესახებ იტყობინება ავღანეთის ხელისუფლება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულთაგან 37 ჯარისკაცია, 7 - პოლიციელი, დანარჩენები კი - სამოქალაქო პირები. პროვინცია ჰელმანდში ციხიდან ტყვეების განთავისუფლების ოპერაცია 1 იანვარს ღამით განხორციელდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში თალიბებმა რამდენიმე რაიონული ცენტრი ჩაიგდეს ხელთ ამ პროვინციაში, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში უკუაგდო ვარაუდი, რომ ჰელმანდი შესაძლოა მთლიანად ჩაუვარდეს ხელთ თალიბანს. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ამ რეგიონში სამთავრობო ჯარები მეამბოხეთა სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG