Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 76 ადამიანი


ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა
ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა

კოლუმბიაში ავარია განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც ბრაზილიელი ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ. სულ თვითმფრინავში 81 ადამიანი იჯდა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, გადარჩა, სულ ცოტა, ხუთი კაცი. თვითმფრინავი ასრულებდა ჩარტერულ რეისს ბოლივიის ქალაქ სანტა-კრუსიდან მედელინში, როცა 28 ნოემბერს, გვიან საღამოს, კოლუმბიის ამ ქალაქთან ჩამოვარდა.

თვითმფრინავში იმყოფებოდნენ ბრაზილიის „ჩაპეკოენსეს“ საფეხბურთო კლუბის წევრები, რომლებიც ხვალ, სამხრეთ ამერიკის თასის პირველ ფინალურ მატჩში უნდა შეხვედროდნენ მედელინის „ატლეტიკო ნასიონალს“.

ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად უამინდობას ასახელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG