Accessibility links

logo-print

რუსეთი „სპეკულაციებს“ უწოდებს ვერსიებს სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფაზე


5 ნოემბერს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მხოლოდ ოფიციალურ გამოძიებას შეუძლია დაადგინოს, თუ რა იყო მიზეზი რუსული კომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი „აირბუს 321-ის“ დაღუპვისა, რასაც 224 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ემსხვერპლა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმაც ნაადრევი უწოდა ავიაკატასტროფის მიზეზების თაობაზე უცხოელი ექსპერტების დასკვნებს.

აღნიშნული კომენტარი მოჰყვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. ფილიპ ჰამონდის თქმით, „დიდი ალბათობით“ ავიაკატასტროფა თვითმფრინავში ჩადებული ბომბის აფეთქებამ გამოიწვია. მანამდე ამერიკელ და ბრიტანელ უსაფრთხოების ექსპერტებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა ცნობა, რომლის თანახმად არსებობს მტკიცებულება, რომ თვითმფრინავში ბომბი სინაზე მოქმედმა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირე დაჯგუფებამ დაამონტაჟა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG