Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალია კიდევ 12 ათას ლტოლვილს მიიღებს


ლტოლვილები ბოსნია-ჰერცეგოვინაში
ლტოლვილები ბოსნია-ჰერცეგოვინაში

ავსტრალია დამატებით მიიღებს 12 ათას ლტოლვილს სირიიდან და ერაყიდან. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა. მოქმედი კვოტა მიგრანტების შესახებ მიმდინარე წელს შეადგენს 13750 ადამიანს. ებოტის სიტყვებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალების, ბავშვებისა და იმ უმცირესობების ოჯახების უფლებების დაცვას, რომლებმაც მიიღეს დროებითი თავშესაფარი იორდანიაში, ლიბიასა და თურქეთში და ახლა დევნას განიცდიან, იტყობინება სააგენტო „ფრანს-პრესი“. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის გაგრძელების შესახებ ერაყსა და სირიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG