Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე კანდიდატმა


წინასწარი შეფასებით, ავსტრიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე ორიენტაციის, თავისუფლების პარტიის კანდიდატმა, რომელიც მეორე ტურში დამოუკიდებელ კანდიდატს დაუპირისპირდება. წინასწარი მონაცემებით, ნორბერტ ჰოფერმა, რომელმა ანტი-იმიგრანტულ და ანტი-ევროპულ პლატფორმას დააფუძნა კამპანია, ხმათა 36 პროცენტი მოიპოვა. 22 მაისს დანიშნულ მეორე ტურში ის დაუპირისპირდება ან მწვანეთა მხარდაჭერით მოქმედ ალექსანდერ ვან დერ ბელენს, ან დამოუკიდებელ კანდიდატს, ირმგარდ გრისს, ყოფილ მოსამართლეს, რომელსაც იმედი აქვს, რომ ავსტრიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. პირველი ტურის სავარაუდო შედეგი წარმოადგენს გადახვევას ავსტრიაში ომისშემდგომ დამკვიდრებული ტრადიციისგან - რომ სახელმწიფოს მეთაური ხდებოდა ან მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების, და ან კონსერვატიული სახალხო პარტიის წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG