Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


ავსტრიაში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, არჩევნების გამარჯვების დიდი შანსი აქვს ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი „პარტია თავისუფლების“ ლიდერ ნორბერტ ხოფერსა და მწვანეთა პარტიის ყოფილ ლიდერ, ალექსანდრ ვან დერ ბელენს შორის. ოთხი კვირის წინ გამართული არჩევნების პირველ ტურში ხმათა 35%-ით პირველ ადგილზე გავიდა სწორედ ნორბერტ ხოფერი, რომლის პოპულარობას, ანალიტიკოსთა თქმით, მიგრანტთა კრიზისმა, უსაფრთხოებასთან და დასაქმებასთან დაკავშირებულმა მოსახლეობის შიშმა შეუწყო ხელი. მემარჯვენე პოლიტიკოსის შესაძლო გამარჯვება ავსტრიაში გამოძახილს ჰპოვებს ევროკავშირში, სადაც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მიმდინარე კონფლიქტებით გამოწვეული მიგრანტთა კრიზისი მთავარ პოლიტიკურ გამოწვევად იქცა.

XS
SM
MD
LG