Accessibility links

logo-print

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა


ალექსანდერ ვან დერ ბელენი

ალექსანდერ ვან დერ ბელენი

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა, რომელმაც მცირე უპირატესობით სძლია მემარჯვენე კანდიდატს, ნორბერტ ჰოფერს. გამარჯვების შემთხვევაში ჰოფერი ევროპის სახელმწიფოს პირველი ულტრამემარჯვენე მეთაური იქნებოდა.

არჩევნების შედეგი გადაწყვიტეს ფოსტის საშუალებით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლებმა. ოთხ-ნახევარ მილიონზე მეტი ბიულეტენიდან ვან დერ ბალენმა 31 ათასით მეტი ხმა მოიპოვა. ვან დერ ბელენს, რომელმაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50,3% მიიმხრო, მხარს უჭერდა მწვანეთა პარტია. ულტრამემარჯვენე კანდიდატს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 49,7%-მა. თავისუფლების პარტიის წარმომადგენელმა, ჰოფერმა, პოპულარობას მიაღწია მიგრანტთა კრიზისის, მოსახლეობაში უსაფრთხოებასთან და დასაქმებასთან დაკავშირებით გავრცელებული შიშის მეოხებით. მან თავისი მარცხი ფეისბუკით აღიარა. 71 წლის ვან დერ ბელენი ეკონომიკის პროფესორი და მწვანეთა პარტიის ყოფილი ლიდერია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG