Accessibility links

logo-print

ესპანეთში ავტობუსის ავარიას, სულ მცირე, 13 სტუდენტი ემსხვერპლა


სულ მცირე, 13 სტუდენტი დაიღუპა ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, ავტობუსის ავარიის შედეგად. ავტობუსმა, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტები ისხდნენ, სულ 56 მგზავრი, ვალენსიასა და ბარსელონას შორის გზატკეცილზე განიცადა ავარია და გადაბრუნდა. სტუდენტების ნაწილი ერაზმუსის პროგრამით იყო ესპანეთში, ისინი ვალენსიაში ტრადიციულ ფესტივალს დაესწრნენ და ბარსელონაში ბრუნდებოდნენ. საავადმყოფოში გადაყვანილია 30 დაშავებული სტუდენტი. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცოცხალი გადარჩა მძღოლი, რომელიც პოლიციის ადგილობრივ სადგურზე წაიყვანეს.სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მონაცემებით დაღუპულ ან დაშავებულ სტუდენტებს შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG