Accessibility links

logo-print

"აზდაკის ბაღის" თეატრალური დასი


27 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ თეატრ "აზდაკის ბაღის" სამხატვრო ხელმძღვანელი ბაჩო გაბრუაშვილი და დასის ერთ-ერთი მსახიობის მშობელი ლელა ჩიტაძე. თეატრალური დასი "აზდაკის ბაღი" 18 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობს და რამდენიმე მოხალისეს აერთიანებს და სპექტაკლ "ბოშებით" საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტურნეს გეგმავს. რა სიძნელეები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალიზაციისას და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვისას, რამდენად არის თუნდაც თეატრების ინფრასტრუქტურა მორგებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა აუცილებლობებზე და რა ტიპის ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოსგან ასეთ ინიციატივებს - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG