Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი ზავის დარღვევაში სეპარატისტებს ადანაშაულებს


მთიანი ყარაბაღი

მთიანი ყარაბაღი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ზავის დარღვევაში დაადანაშაულა სომხეთის მიერ მხარდაჭერილი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლება.

აზერბაიჯანის სამხედრო უწყების 7 აპრილის ცნობის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში სეპარატისტულმა ძალებმა 119-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მათ შორის, საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აზერბაიჯანის ნახიჭევანის რაიონის რამდენიმე სოფელს. აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციისა და საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, მხარეებმა 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. სამდღიან მასშტაბურ შეტაკებებს ორივე მხრიდან სულ მცირე 35 სამხედრო და სამოქალაქო შეეწირა. ზავის მიუხედავად, ვითარება კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბული რჩება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG