Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტიამ გაიმარჯვა


ილჰამ ალიევი

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანში 1 ნოემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ გაიმარჯვა. ცსკ-ის წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია პარლამენტის 125 მანდატიდან მინიმუმ 68-ს მიიღებს. საბოლოო ოფიციალური შედეგები 20 დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. აზერბაიჯანის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 55,7% შეადგინა. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა აზერბაიჯანის ძირითადმა ოპოზიციურმა ალიანსმა, „დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ.“ მისი განცხადებით, აზერბაიჯანში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად არანაირი პირობები არ არსებობს, ამიტომ ოპოზიცია არ აპირებს არჩევნების იმიტაციაში მონაწილეობით მას ლეგიტიმურობა შესძინოს. 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა პარტიამაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG