Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 წელი ბაბუშერიდან თბილისამდე


21 წელი ბაბუშერიდან თბილისამდე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:48 0:00

9 დეკემბერს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლები - ერთი ოჯახის ოთხი წევრი: ვასიკო და ნუკრი წიკლაურები და თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები. სამხედრო პატივით დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 21 წლის წინ დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა. დაღუპულთა ნეშტების თბილისში გადასვენება შესაძლებელი გახდა 2014 წლის გაზაფხულზე, როცა, მხარეების შეთანხმებით, ბაბუშერის სამარხი გაიხსნა, ნეშტები კი ამოცნობის მიზნით გადატანილ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახის წევრთა ბიოლოგიური მასალები გაიგზავნა ზაგრების ლაბორატორიაში.

XS
SM
MD
LG