Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის საკონსტიტუციო რეფორმას


ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა პრორუსულად გაწყობილი სეპარატისტები, რომლებიც დონბასში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებითა და უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის მიტაცებით იმუქრებიან. ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი 28 აგვისტოს გაიმართა. ხუთშაბათს სამი საპარლამენტო პარტიის ერთობლივ კონგრესზე სიტყვით გამოსვლის დროს პოროშენკომ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების რედაქცია, რომელსაც პარლამენტი 31 აგვისტოს უყრის კენჭს, არც „უკრაინის ფედერალიზაციას და რომელიმე რეგიონისათვის საგანგებო სტატუსის მინიჭებას" არ გულისხმობს. სატელეფონო საუბარში ჯო ბაიდენმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის საკონსტიტუციო რეფორმას და მკაცრად გააკრიტიკა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა გადაწყვეტილება, უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით ჩაატარონ ადგილობრივი არჩევნები, რაც წინააღმდეგობაში მოდის ასევე მინსკში მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებებთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG