Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარი ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში


ხანძარი ჰეიდარ ალიევის ცენტრში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:10 0:00
გადმოწერა
დღეს დილით ბაქოში ცეცხლი გაუჩნდა ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრს. რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, ხანძარი რამდენიმე საათს გაგრძელდა და მის ჩასაქრობად საჭირო შეიქნა 50-მდე სახანძრო ბრიგადის მობილიზება. ცეცხლთან ბრძოლას ართულებდა ძლიერი ქარი. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები და ბაქოს მერიის თანამშრომლები. ბაქოს მთავარი პროკურორის, აზიზ სეიდოვის განცხადებით, ნაადრევია საუბარი იმაზე, რამ გამოიწვია ხანძარი. მიმდინარეობს გამოძიება. ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და მის მშენებლობაზე, ოფიციალური მონაცემებით, 250 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
XS
SM
MD
LG