Accessibility links

logo-print

ბალკანეთი, როგორც გამოწვევების გზაჯვარედინი


იან ბჟეზინსკი, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი და ყოფილი სამხედრო ოფიცერი

იან ბჟეზინსკი, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი და ყოფილი სამხედრო ოფიცერი

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ძალადობრივი ექტსრემიზმი და უკრაინაში რუსეთის აგრესია შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის ორი უმსხვილესი გამოწვევაა, ბალკანეთის რეგიონი კი ადგილია,სადაც ეს ორი საფრთხე ერთიანდება. პოლიტიკური არეულობა, ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა და ეკონომიკური პრობლემები ამ რეგიონს განსაკუთრებულად მოწყვლადს ხდის.

მუსლიმი მოსახლეობა და ისტორიულ-რელიგიური კავშირები რუსეთთან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს განსაკუთრებით მგრძნობიარეებს ხდის როგორც რუსეთის გავლენის, ასევე რადიკალი ისლამისტებისგან მომავალი საფრთხეების მიმართ.

რუსეთი სარგებლობს იმ დროით, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა და რეგიონში ინფრასტრუქტურულ დამოკიდებულებას ქმნიდა, რაზეც ახლა რუსეთის ეკონომიკა დგას.

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ფრენკ ვიზნერი, რომელიც კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებშიც მონაწილეობდა, ამბობს, რომ ბალკანეთის რეგიონზე ამ ყველაფერს გავლენა აქვს.

„ვფიქრობ უკიდურესად მნიშვნელოვანია ბალკანეთი დაცული იყოს მსხვილი ძალების მეტოქეობისგან, ასევე მნიშვნელოვანია მასზე არ აისახოს ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე ამბები. ეს დასავლეთ ევროპის და ამერიკის დაზვერვის სამსახურების საქმეა. ბალკანელებმა კი უნდა უზრუნველყონ და დამანგრეველი ელემენტების გამოვლენაში დაგვეხმარონ, რომლებსაც ახლო-აღმოსავლეთში აქვთ მიმოსვლა.“

ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი და ყოფილი სამხედრო ოფიცერი იან ბჟეზინსკი ამბობს, რომ ამას გრძელვადიანი და დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

„დროსთან ერთად ეს მისია უფრო და უფრო რთული გახდება,“ ამბობს ის.

ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ2011 წელს კონფლიქტის დაწყების შემდეგ სირიაში 20 000 უცხოელი მებრძოლი ჩავიდა, სულ მცირე 3 400 დასავლელი იყო, აქედან 1 000 ბალკანეთიდან.

ბალკანელები ასევე ფიგურირებენ სდასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობაში -ამაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სენატის ქვეკომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„სერბეთი, კოსოვო, მონტენეგრო, მაკედონია, ყველანი ბრძოლის წინა ხაზზე არიან,“ განაცხადა კერიმ.

რუსეთმა სცადა სერბეთთან მისი ტრადიციული კავშირები გამოეყენებინა და ამით ბალკანეთში მდგომარეობა გაემყარებინა.

სერბეთი 82%-თაა რუსულ გაზზე დამოკიდებული, ამავდროულად რუსეთი ახალ ნავთობსადენს გეგმავს, რომელიც თურქეთს, საბერძნეთს, მაკედონიას და სერბეთს გაივლის.

„რუსეთი სარგებლობს იმ დროით, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა და რეგიონში ინფრასტრუქტურულ დამოკიდებულებას ქმნიდა, რაზეც ახლა რუსეთის ეკონომიკა დგას,“ ამბობს იან ბჟეზინსკი.

ვიზნერის თქმით ამ გავლენის საწინააღმდეგოდ ევროპამ სერბეთის და კოსოვოს ევროპის კავშირში ჩართულობაზე უნდა იფიქროს, საბერძნეთს და მაკედონიას კი დიდხნიანი უთანხმოების მოგვარება სჭირდებათ:

„ამ საკითხების მოგვარებით არ იარსებებს ნეგატიური საფუძველი, რომელსაც რუსეთი გამოიყენებს, ასე უფრო ადვილი იქნება ბალკანეთში ყველათვის საჭირო ჰარმონიის შენარჩუნება.“

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბალკანეთში კრემლი სუსტ ინსტიტუტებს, გამჯდარ კორუფციას და ეკონომიკის პრობლემებს იყენებს. მათი თქმით გამოსავალი ფართომასშტაბიან დახმარებაში და ევრო-ინტერგაციის დაჩქარებაშია.

XS
SM
MD
LG