Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის მოწინააღმდეგები ბალტიმორის მოვლენებს ანტი-ამერიკული ონლაინ კამპანიისთვის იყენებენ


დემონსტრაცია ბალტიმორში, 2 მაისი, 2015
დემონსტრაცია ბალტიმორში, 2 მაისი, 2015

ქალაქ ბალტიმორში 25 წლის შავკანიანი მამაკაცის წინასწარ პატიმრობაში გარდაცვალების ამბით გამოწვეულმა მღელვარებამ და საპროტესტო აქციებმა მსოფლიო პრესა ააჭრელა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბალტიმორის მოვლენებს ამერიკის მოწინააღმდეგეები ონლაინპროპაგანდისთვის იყენებენ.

დასავლეთის ზოგიერთი მთავარობა, მათ შორის შეერთებული შტატები, დეზინფორმაციის საპასუხოდ სოციალურ მედია კამპანიას იწყებს, რითაც ისინი სოციალურ ქსელებში გავრცელებული კრიტიკის გაბათილებას ცდილობენ.

არიზონის უნივერსიტეტის მედია მკვლევარი დევიდ ალტეიდი ფიქრობს, რომ რეაქცია მოკლე და ზუსტი უნდა იყოს.

“პასუხი მინიმალური და კონკრეტული უნდა იყოს. მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანები სოციალურ მედიას მისი სისწრაფის გამო იყენებენ, ის დაუყოვნებლივ ავრცელებს ინფორმაციას. ეს პლატფორმა ვიზუალური და ადამიანურია, ამიტომაც სოციალური მედია ძალიან ეფექტურია. შეერთებული შტატების პასუხი მოკლე და კონკრეტული უნდა იყოს, ის პრობლემაზე უნდა იყოს ფოკუსირებული”, ამბობს ალტეიდი, რომლის კვლევის საგანი მედია და პროპაგანდაა.

ბალტიმორის ამბებს ამერიკის კრიტიკოსებში მალევე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. ირანის უმაღლესმა ლიდერი აიათოლა ალი-ხამენეი ერთ-ერთი იყო იმ პირველ 8 ადამიანს შორის, რომელიც 25 წლის შავკანიანი ფრედი გრეის პოლიციის მიერ დაკავებას ტვიტერზე გამოეხმაურა.

“ძალაუფლება და ტირანია განსხვავდება. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, პოლიციას ძალაუფლება აქვს, მაგრამ ისინი უდანაშაულოებს კლავენ” - ამ ტექსტით გამოეხმაურა ირანის რელიგიური ლიდერი გრეის საქმეს. მომდევნო სტატუსებში კი მან აფრო-ამერიკელების უსამართლო მკვლელობებისთვის ამერიკის პოლიცია გააკრიტიკა. მან ასევე დაწერა, რომ ისლამი რელიგიაა, რომელშიც პოლიციელები მოწყალებით მოქმედებენ და გაოცება გამოხატა, რომ აფრო-ამერიკელებს ისევ კლავენ შავკანიანი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროსაც.

იგივე თემაზე ათასობის კომენტარი გამოაქვეყნეს რუსული არხის, Russia Today-ს ვებ-გვერდზე. კომენტარების უმრავლესობა ანონიმურია, კრიტიკულ კომენტარებს შორისაა ამერიკის ისეთი შეფასებები, როგორიცაა “ფარისევლები”, მონათმფლობელები”, “კრიმინალები”.

რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა კი განაცხადა, რომ ბალტიმორის პროტესტი იმის მაგალითია, თუ “რამდენად სიღრმისეული და სისტემური ხარიათი აქვს რასობრივ დისკრიმინაციას ამერიკაში.”

ეგრეთწოდებული “ჰეშტეგების” კამპანია წამოიწყეს “ისლამურ სახელმწიფო”-სთან დაკავშირებულმა ჯუფებმაც, მათ შორის იყო#BlackLivesMatter, #BaltimoreRiots, და #FreddieGray.

“ისლამურ სახელმწიფოში ერთმანეთისგან არ ვანსხვავებთ თეთრკანიანებს და შავკანიანებს” - წერდნენ ისინი.

ჩინეთის მთავრობის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო “სინხუა” საპროტესტო აქციებს შემდეგი ტექსტით გამოეხმაურა: “ნათელი მაგალითი იმისა, რომ შეერთებული შტატები ახლა უკიდურესად დაყოფილია, საზოგადოებაში არასტაბილურობა იზრდება, მისი მართლმსაჯულების სისტება იშლება, ისინი მოქალაქეების მოლოდინებს ვერ ამართლებენ.”

ექსპერტები ამბობენ, რომ მოწინააღმდეგების მიერ მარცხის პროპაგანდისთვის გამოყენება კარგად გამოცდილი მეთოდია, რასაც რუსეთი წლობით იყენებდა. სოციალურმა მედიამ კი პროპაგანდის და თამაშის წესები შეცვალა.

“1980-იანი წლების საბჭოთა კავშირის აგიტაცია-პროპაგანდა და დღევანდელი რუსეთის საინფორმაციო ომი ძალიან ჰგავს ერთმანეთს,” ამბობს კეირ გილესი, ლონდონის Chatham House-ის საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი. მას საბჭოთა კავშირში მუშაობის გამოცდილება აქვს და პუტინის ადმინისტრაციის მიერ სოციალური მედიის გამოყენებას იკვლევს.

გილესი ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზეც საუბრობს, რომელიც თანამედროვე პროპაგანდას საბჭოთა კავშრის დროინდელისგან განასხვავებს:

“რუსეთის მიერ სოციალური მედიის გამოყენების მთავარი მიზანი მათი მესიჯების გაფართოვება, გაზვიადებაა”. ის “ტროლების კანტორებს” უწოდებს ჯგუფებს, რომლებიც ასობით ადამიანს ასაქმებს და სოციალურ მედიაში ათასობით სტატუსს, კომენტარს აქვეყნებს.

“ამით ქმნიან წარმოდგენას, რომ თითქოს რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს. ეგრეთწოდებული ტროლები, ყალბი მომხმარებლები, რომლებსაც დასავლური სახელები აქვთ, აიტაცებენ Russia Today-ს ან რომელიმე სხვა სამთავრობო სააგენტოს ინფორმაციას და ფართოდ ავრცელებენ. ეს შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს,” ამბობს გილესი.

მისი თქმით, თანამედროვე რუსულ პროპაგანდას რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორის დაბნეულობის და ემოციების გამოწვევა:

“უკრაინის შესახებ გავრცელებული ყალბი მასალების შემდეგ, ახლა უკვე ამერიკაში მომხდარ ამბებზე და მის მოკავშირეებზე გადავიდნენ, მათი მიზანი საზოგადოების დაყოფა და მთავრობის შესუსტებაა.”

სოციალური მედიის უნარების ცოდნით გამოირჩევა “ისლამური სახელმწიფო”.

გილეს ამბობს, რომ ელექტრონულ პროპაგანდასთან ბრძოლის საუკეთესო გზა დეზინფორმაციისთვის სახელის დარქმევაა.

“გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეფექტურია, როცა დასავლელი ლიდერები პრობლემას მარტივად არქმევენ სახელს. ეს მოსახლეობის ჩართულობისკენ გადადგმული ნაბიჯია, ეს ასევე ეხმარება მომხმარებლებს იმის გააზრებაში, რომ რუსეთი მათ გამოყენებას ცდილობს.”

დევიდ ალტეიდის თქმით, კი პროპაგანდისას ადამიანებს უმძაფრდებათ უკვე არსებული განწყობები, “ის აძლიერებს განწყობებს, ის ყველაზე ეფექტურია მათზე, ვისაც ისედაც სჯერა გავრცელებული ამბის.”

XS
SM
MD
LG