Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაოსი და ძალადობა ბალტიმორში


სულ რაღაც რამდენიმე საათის შემდეგ, რაც 25 წლის ფრდი გრეი დაკრძალეს, ქალაქ ბალტიმორის ქუჩებში პოლიციასა და მოსახლეობის ერთ ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა.

გრეი ცოტა ხნის წინ, ბალტიმორის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში ყოფნის დროს ხერხემალზე მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

მიმდინარე დაძაბულობისა და ქალაქის ერთ ნაწილში დაწყებუოი ქაოტური მდგომარეობის პარალელურად, მერილენდის შტატის გუბერნატორმა ლარი ჰოგანმა საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. მანვე, ეროვნულ გვარდიას მოუხდინა მობილიზება ძალადობის, სხვადასხვა ადგილას მოწყობილი ყაჩაღობისა და მოროდიორობის აღკვეთის მიზნით.

ეს ზომა გუბერნატორმა, როგორც ცნობილია, ორშაბათს საღამოს, ქალაქის მოთხოვნის საფუძველზე განახორციელა.

ბალტიმორის პოლიციის უფროსმა ერიკ კოვალჩიკმა კი განაცხადა, რომ ქვებით, აგურებით და შუშის ბოთლებით შეიარაღებულ ასობით ახალგაზრდასთან შეტაკების შედეგად 7 პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ, იმისთვის, რათა მოძალადე ხალხის მასა შეეკავებინა, დაპირისპირებული ადამიანების დასაშოშმინებლად წიწაკის გაზი გამოიყენა.

შეტაკებები ფრედი გრეის პანაშვიდის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მდებარე უნივერსამში დაიწყო. დაპირისპირება უფრო ვრცელ პერიმეტრში გავრცელდა, მიხედავად იმისა, რომ პოლიციის კორდონი ძალადობის ტალღის შეკავებას ცდილობდა.

ერთერთ ინციდენტში, პოლიციის ავტომანქანას გააფთრებული ბრბო დაესხა თავს. ამ დროს, მოძალადეები სამართალდამცველებს უტევდნენ. ცნობილია, რომ პოლიციელები თავიდან თავშეკავებას იჩენდნენ, თუმცა მოგვიანებით დაპატიმრებები და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყეს.

ბალტიმორში ადგილი ჰქონდა მაღაზიებისა და ბიზნესების ძარცვას.

600 000 ადამიანით დასახლებულ ქალაქში სკოლები და ოფისები ნაშუადღევს დაიკეტა. ბალტიმორი აშშ-ის დედაქალაქიდან 64 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

XS
SM
MD
LG