Accessibility links

logo-print

ბალტიმორი დღეს "უსაფრთხოა"


ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ქალაქ ბალტიმორში, 2015 წლის 28 აპრილი

ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ქალაქ ბალტიმორში, 2015 წლის 28 აპრილი

გასული ორშაბათის არეუოლობების შემდეგ ბალტიმორი ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ქალაქის მკვიდრი ჯერალდ ბატლერი იმედოვნებს, რომ ბალტომორი მალე გამოვა დღეს არსებული მძიმე ვითარებიდან.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ამაში ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. მოსახლეობა უნდა აქტიურობდეს არა მაშინ, როდესაც კამერებია ჩართული, არამედ ყოველდღიურად უნდა ეხმარებოდეს მათ ვინც დაზარალდა,“ ამბობს ბატლერი.

ბალტიმორის მერი სტეფანი როულინგ ბლეიკი მოსახლეობისადმი მიმართვაში დადებითი გზავნილის გავრცელებას ცდილობს:

„ჩვენ დავინახეთ თუ როგორ გაერთიანდა ხალხი ქალაქის აღსადგენად, მის დასასუფთავებლად, მის ჯანსაღ კალაპოტში ჩასაყენებლად. სწორედ მასგავსი წუთები განსაზღვრავს ჩვენს ვინაობას და არა ორშაბათს განვითარებული მოვლენები.“

როგორც ბალტიმორის პოლიცია იტყობინება, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მშვიდობიან პროტესტს კრიმინალური ბანდები შეუერთდნენ. სამართალადმცავებისთვის ეს ყოვლად მოულოდნელი იყო.

„პოლიციის დანაყოფებს უფროსკლასელთა აქციისთვის უნდა ედევნებინათ თვალი და წესრიგი დაეცვათ. არავის აზრადაც არ მოუვიდოდა ქუჩებში მძიმე შეიარაღების და ჯავშანტექნიკის გამოყვანა 13, 14, 15 წლის ბავშვების საპროტესტო აქციის დროს“- აცხადებს ბალტიმორის პოლიციის პრესსპიკერი ერიკ კოვალჩუკი.

არეულობის მეორე დღეს სკოლები და ბიზნესები დაიკეტა, პირველი ლიგის ბეისბოლის თამაში კი ზედიზედ ორი დღის განმავლობაში გადაიდო. ხელისუფლებამ კომენდანტის საათი დააწესა საღამოს 10-დან დილის 5 საათამდე, გადაუდებელი შემთხვევების გარდა.

ძალადობა 25 წლის შავკანიანი ახალგაზრდა მამაკაცის, ფრედი გრეის დაკრძალვის შემდეგ დაიწყო, რომელიც 12 აპრილს პოლიციის მიერ დაკავების დროს ხერხემლის მოტეხილობის შედეგად მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა გახმაურდა, რომლის დროსაც თეთრკანიანი პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების შედეგად შეუიარაღებელი შავკანიანი მამაკაცები დაიღუპნენ.

„გული დამძიმებული მაქვს, ბალტიმორის მოსახლეობის და არა მარტო მათ გამო. თანავუგრძნობ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. მე მესმის რომ ისინი გაბრაზებული არიან, აქვთ განცდა, რომ მათი მოსმენა არავის სურს. მაგრამ თუ გავიხსენებთ მართინ ლუთერ კინგს, მან ყველაფერს ძალადობის გარეშე მშვიდობიანად მიაღწია,“ ბალტიმორის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

მან ისიც დასძინა, რომ მხოლოდ სამართალდამცავები ღრმად ფესვებგადგმულ სოციალურ პრობლემებს ვერ გადადაწყვეტენ:

„მხოლოდ პოლიციას ამას ვერ დავავალებთ. თუმცა, ვფიქრობ პოლიციის ზოგიერთ დეპარტამენტში უფრო ღრმად უნდა გაანალიზონ პრობლემა ისევე, როგორც ზოგოერთი ქალაქის მაცხოვრებლებმა. მართალი გითხრათ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაც მეტი დაფიქრება გვმართებს,“ აღნიშნა პრეზიდენტმა.

ობამამ ასევე თქვა, რომ ძალადობა და ვანდალიზმი პროტესტის გამოხატვის ფორმა არ არის. ეს აზრის გამოხატვის არსს ეწინააღმდეგება. ყველამ, ვინც კანონი დაარღვია, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

XS
SM
MD
LG