Accessibility links

logo-print

ობამა გრიგალით დაზიანებულ ლუიზიანაში ჩავიდა


ობამა გრიგალით დაზიანებულ ლუიზიანაში

ობამა გრიგალით დაზიანებულ ლუიზიანაში

განგაშზე ლუიზიანაში ჩასულმა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შტატის მთავრობა და ფედერალური ხელისუფლება კოორდინირებულ დახმარებას გაუწევენ გრიგალით დაზიანებულ შტატს. გრიგალმა „აიზეკმა“, რომელიც არ იყო ისეთი დამანგრეველი, როგორიც წინამორბედი სტიქია, ხუთი ადამიანი იმსხვერპლა და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ლუიზიანის ინფრასტრუქტურას.

მიუხედავად იმისა, რომ მექსიკის ყურის სანაპიროზე მომხდარ ტროპიკულ გრიგალ „აიზეკს“ ლუიზიანის შტატის ხელისუფლება წინასწარ ელოდა, სტიქიურმა უბედურებამ მაინც მნიშვნელოვნად დააზარალა შტატის მოსახლეობა. სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მწყობრიდან გამოვიდა ელექტრომეურნეობა, ხოლო ჯებირებიდან გადმოსულმა ადიდებულმა მდინარე ტანგიპახოამ დატბორა შტატის რამდენიმე რაიონი, განსაკუთრებით წმინდა იოანე ნათლისმცემლის დასახლება, რომელიც 3 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოინახულა:

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საგანგებო მართვის ფედერალურ სამსახურს და შტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან ახლო წარსულში ჩვენ არ გვინახავს ასეთი კოორდინაცია, რაც მსგავსი კატასტროფების დროს არის საჭირო. ამჯერად ჩვენ ამას ვხედავთ.“
მინდა ქებით მოვიხსენიო ყველა, ვინც აქ არის და ყველაფერს აკეთებს, რათა მოქალაქეთა სიცოცხლეს არაფერი დაემუქროს. მართალია, მატერიალური ზარალი დიდია, მაგრამ ამ ხალხის დახმარებით მოქალაქეებმა სწრაფად მოახერხეს სამშვიდობოზე გასვლა და, როგორც ხედავთ, ახლა ისინი აქაურობას ასუფთავებენ და ყოველ ღონეს ხმარობენ, ცხოვრება მალევე ჩადგეს ჩვეულ კალაპოტში...

როცა „ახლო წარსულზე“ საუბრობდა, ბარაკ ობამას მხედველობაში ჰქონდა 2005 წელს მომხდარი სტიქიური უბედურება. 7 წლის წინ ნიუ ორლეანზე თავს დატეხილმა გრიგალმა „კატრინამ“ 1800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ფედერალურ ბიუჯეტს ნიუ ორლეანის ჯებირების გამაგრებით სამუშაოებზე 15 მილიარდ დოლარამდე დაეხარჯა, თუმცა ბევრი ადგილი, რომელსაც გრიგალი „აიზეკი“ დაატყდა თავს, არ იყო დაცული დატბორვის შემაკავებელი საშუალებებით. გრიგალით მიყენებულ „დიდი ზიანზე“ საუბრისას, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაქო სამაშველო სამუშაოებში ჩაბმული ყველა ადამიანი:

„მინდა ქებით მოვიხსენიო ყველა, ვინც აქ არის და ყველაფერს აკეთებს, რათა მოქალაქეთა სიცოცხლეს არაფერი დაემუქროს. მართალია, მატერიალური ზარალი დიდია, მაგრამ ამ ხალხის დახმარებით მოქალაქეებმა სწრაფად მოახერხეს სამშვიდობოზე გასვლა და, როგორც ხედავთ, ახლა ისინი აქაურობას ასუფთავებენ და ყოველ ღონეს ხმარობენ, ცხოვრება მალევე ჩადგეს ჩვეულ კალაპოტში.“

გრიგალ „აიზეკით“ გამოწვეული წყალდიდობის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, რის გამოც ლუიზიანის შტატში მოწყობილ დროებით თავშესაფარში ათასობით ადამიანი რჩება. ლუიზიანაში ჩასვლამდე, სტიქიური უბედურების ზონაში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი იმყოფებოდა. ბარაკ ობამა კი ლუიზიანიდან ვირჯინიაში გაემგზავრა, სადაც 4 სექტემბერს დემოკრატიული პარტიის ნაციონალური ყრილობაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG