Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა ისტორიული ვიზიტით იმყოფებოდა ჰიროსიმაში


ბარაკ ობამა ჰიროსიმაში

ბარაკ ობამა ჰიროსიმაში

ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც 27 მაისს ისტორიული ვიზიტით ესტუმრა ჰიროსიმას, მსოფლიოში ატომური ბომბით დანგრეულ პირველ დასახლებულ პუნქტს.

დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობამდე პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ მსგავსი ტრაგედიის განმეორების თავიდან აცილება მთელი მსოფლიოს პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ობამას თქმით, მისი ჩასვლა ჰიროსიმაში არის პატივისცემა იმ ადამიანების ხსოვნისადმი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა მოეხადა ბოდიში, ჰიროსიმაზე ამერიკული სტრატეგიული თვითმფრინავის B 29-ის მიერ 15 კილოტონა ატომური ბომბის ჩამოგდების გამო, რასაც 1945 წლის 6 აგვისტოს 80 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG