Accessibility links

logo-print

აჭარის უმაღლესი საბჭო აპირებს პარლამენტში წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონმდებლები ირწმუნებიან, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში ცვლილებები პრობლემას მოაგვარებს.

უმაღლეს საბჭოში ასევე არ გამორიცხავენ ბათუმის საზღვრების შეცვლისა და ქალაქისთვის რამდენიმე წლის წინ შემოერთებული ტერიტორიის ნაწილის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნების საკითხიც დააყენონ.

დეპუტატების მტკიცებით, ამ ცვლილების გარეშე გონიოში მცხოვრები რამდენიმე ასეული ოჯახი ვერ შეძლებს მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონებას, რადგან მათ კუთვნილ ნაკვეთებს ამჟამად არა აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სტატუსი.

XS
SM
MD
LG