Accessibility links

logo-print

ხელისუფლებამ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული შენობის გაყიდვა გადაწყვიტა


ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა ბათუმში

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა ბათუმში

ბათუმში არსებული ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული შენობა - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა -საქართველოში კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობა ბათუმისთვის უნივერსიტეტის წართმევაში დაადანაშაულა და ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა. თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შენობა სასწავლო დაწესებულებისთვის არ გამოდგება, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა კი თბილისშია დაგეგმილი. ამ კვირაშივე „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის იდეა საქართველოს წინა მთავრობას თავიდანვე დაუწუნა და დაფინანსებაზე უარი უთხრა. ბათუმის ბულვარში მრავალსართულიანი შენობის აშენებას თავის დროზე არაერთი ბათუმელიც ეწინააღმდეგებოდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG