Accessibility links

აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც მიმდინარე წელს, ტურისტულ სეზონზე აჭარაში ვიზიტისას, ადგილობრივმა მცხოვრებმა ცეცხლსასროლი იარაღით მსუბუქი დაზიანება მიაყენა, სამართლიან განაჩენს ითხოვს. ის მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ძალადობა გამიზნულად, ჰომოფობიური მოტივით განხორციელდა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი დანაშაულის ჩადენის მოტივი არ გაითვალისწინა და ბრალდებული მხოლოდ დააჯარიმა. დაზარალებულის ინტერესებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს და სამოქალაქო დავას აპირებს. დაზარალებულს ჩვენი ბათუმელი კორესპონდენტი ესაუბრა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG