Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ მოითხოვა სანქცირებულების სიიდან ბი-ბი-სი-ს თანამშრომლების ამოღება


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის უშიშროების საბჭოს დაავალა სანქცირებულების ახალი სიიდან ბი-ბი-სი-ს სამი თანამშრომლის ამოღება. ამის შესახებ „ტვიტერით“ იუწყება პრეზიდენტის პრესმდივანი, სვიატოსვლავ ცელჰოლკო. 16 სექტემბერს უკრაინამ რამდენიმე ათეულ ჟურნალისტს, მათ შორის ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს სამ კორესპონდენტს აუკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. სანქცირებულების სიას პოროშენკომ ხელი მოაწერა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ლიდერებმა გამოაცხადეს თარიღი, როდის აპირებენ არჩევნების ჩატარებას. კიევი უკანონოდ მიიჩნევს ამ არჩევნებს. სანქცირებულების სიაში ჟურნალისტების შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ და ეუთომ. კრემლმა „სრულიად მიუღებელი“ უწოდა კიევის ამ ნაბიჯს. სანქცირებულებს შორის რჩება რამდენიმე რუსი ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG