Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ააფეთქეს ანტიკური ტაძარი ბელი


ტაძარი ბელი სირიის ქალაქ პალმირაში.

ტაძარი ბელი სირიის ქალაქ პალმირაში.

რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებძროლებმა სირიაში, უძველეს ქალაქ პალმირაში, ანტიკური ტაძრის, ბელის ნანგრევები გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გაეროს სპეციალურმა განყოფილებამ, რომელიც კოსმოსურ ფოტოგადაღებებზე მუშაობს. ამ ინფორმაციით, ტაძარი, რომელიც თითქმის 2000 წლისაა, განადგურებულია, ის ააფეთქეს. გასულ კვირაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გაანადგურეს პალმირას კიდევ ერთი უძველესი ტაძარი ბაალშამინი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG