Accessibility links

logo-print

ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტმა ბელა ჩეკურიშვილმა, სანამ გერმანიაში წასვლას გადაწყვეტდა, 15 წელი ჟურნალისტად იმუშავა და იმასწავლებლა კიდეც. განათლებით ფილოლოგი, რომელიც ლექსებსა და მოთხრობებსაც წერს, ამ სამიოდე წლის წინ ბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ის იქ ლიტერატურათმცოდნეობას, კერძოდ, კომპარატივისტიკას შეისწავლის. „უხილავი ფარდის“ ციკლში ის გვიამბობს გერმანიაში სწავლების განსხვავებულ მეთოდზე, გერმანულ ენაზე, ემიგრაციაში ცხოვრებაზე... წაგვიკითხავს თავის ერთ ლექსსაც. რამ წაიყვანა ბელა ჩეკურიშვილი უცხოეთში − სწავლის წყურვილმა, უკმაყოფილებამ, მომავლის მიმართ უნდობლობამ თუ სხვა რამემ? ამ საკითხებზე „უხილავი ფარდის“ სტუმარი ესაუბრება გადაცემის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს.​

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG