Accessibility links

გარდაიცვალა ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი


ბორის ბერეზოვსკი

ბორის ბერეზოვსკი

შაბათს საღამოს ბრიტანეთში გარდაცვლილი იპოვეს რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი ბორის ბერეზოვსკი. ის 67 წლის იყო. ნათესავები და პრესმდივანი ადასტურებენ ბერეზოვსკის გარდაცვალებას, მაგრამ არ ვრცელდება ცნობა სიკვდილის მიზეზზე. ბრიტანეთის მედიის ცნობით, ბერეზოვსკი გარდაცვლილი იპოვეს შინ, ლონდონთან მდებარე სახლში. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქი და რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლთან დაახლოებული პირი, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოპონენტი გახდა. ბერეზოვსკიზე ძებნა იყო გამოცხადებული რუსეთში, სადაც ის დაუსწრებლად გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს თაღლითობაში ბრალდების საფუძველზე. ბორის ბერეზოვსკი 10 წელიწადზე მეტი ხნის წინ დასახლდა ბრიტანეთში, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG