Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინი: მაშინ და ახლა

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წელი გავიდა. გერმანიის ხელისუფლებამ უპირობო კაპიტულაციის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი დასკვნითი ბრძოლების შემდეგ, რომელთა შედეგად ბერლინი ლამის მიწასთან იყო გასწორებული. დაინგრა 600 000 საცხოვრებელი ბინა და საჯარო შენობა. დანგრეული ქალაქის ნაწილები ათწლეულების განმავლობაში რჩებოდა აღუდგენელი, უმეტესად აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილების გამყოფი კედლის გასწვრივ. ბერლინის რეკონსტრუქცია განსაკუთრებული ენერგიით ხორციელდებოდა 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდგომ პერიოდში და დღეს ქალაქის მრავალი ნაწილი რადიკალურად არის შეცვლილი.

Photo 1 Photo 2
ბრანდენბურგის კარიბჭე - ბერლინის ყველაზე ცნობილი სიმბოლო - ცივი ომის პერიოდში ნანგრევებად რჩებოდა ბერლინის კედელთან სიახლოვის გამო. სრულად აღადგინეს 2000-2002 წლებში.
Photo 1 Photo 2
წითელარმიელები რაიხსტაგის ფონზე, სადაც 1945 წლის 30 აპრილს თითოეული ოთახისთვის მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლები. ამჟამად აღდგენილ რაიხსტაგში გერმანიის პარლამენტს - ბუნდესტაგს - უდევს ბინა. ტურისტების განსაკუთრებული ინტერესის საგანია ნორმან ფოსტერის მიერ აგებული ცნობილი შუშის გუმბათი.
Photo 1 Photo 2
იმპერატორ ვილჰელმის მემორიალური ტაძარი ერთ-ერთი მცირეთაგანია ბერლინის იმ შენობებს შორის, რომელთაც ჯერ კიდევ ეტყობათ ომის ნაკვალევი. 1943 წელს საჰაერო დაბომბვისას დაზიანებული შენობა ომის შემდეგ შეგნებულად დატოვეს ამ მდგომარეობაში.
Photo 1 Photo 2
რაიხსტაგის კიდევ ერთი ხედი. შიგნით დამთვალიერებლებს დღემდე შეუძლიათ იხილონ 1945 წელს საბჭოთა სამხედროების მიერ გაკეთებული კედლის წარწერები.
Photo 1 Photo 2
ალექსანდერპლაცი - 1920-იან წლებში ბერლინის ღამის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი - ბრძოლებში განადგურდა. მას შემდეგ, რაც ის 1960-იან წლებში აღადგინეს, ალექსანდერპლაცი აღმოსავლეთ ბერლინის საჩვენებელ ცენტრად იქცა თავისი სატელევიზიო ანძით.
Photo 1 Photo 2
პოეტი და სამხედრო კორესპონდენტი ვასილი ზახარჩენკო (მარჯვნივ) საბჭოთა ოფიცერს ესაუბრება 1945 წლის 16 მაისს. ამავე ადგილზე 2015 წლის 24 აპრილს მეეტლე კლემენსი ტურისტების მოლოდინში ეფიცხება გაზაფხულის მზეს. უკან, მარცხნივ, ცნობილი სასტუმრო „ადლონი“. 1945 წელს ის ნანგრევებად იყო ქცეული. აღადგინეს 1997 წელს.
XS
SM
MD
LG