Accessibility links

logo-print

ბერუჩაშვილის ინტერვიუ: ციტატა თუ ინტერპრეტაცია?


თამარ ბერუჩაშვილი

თამარ ბერუჩაშვილი

​გამოხმაურება და მითქმა-მოთქმა მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის მიერ რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროსთვის 29 იანვარს მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „მახედ“ მიიჩნევს რუსეთის ბაზარს და რომ საქართველო დროებით აჩერებს რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს. მინისტრმა „ძალიან არაპროგნოზირებადი“ უწოდა რუსეთის ბაზარს. „ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო“, განაცხადა ბერუჩაშვილმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას. 30 იანვარს თავად ბერუჩაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მინისტრის ეს სიტყვები ზუსტი არ არის და საქმე გვაქვს ჟურნალისტის მხრიდან მისი განცხადებების „არასწორ ინტერპრეტაციასთან“. ვითარებას განმარტავს რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი, დავით კაკაბაძე. სიუჟეტში ასევე მოისმენთ კამათის საგნად ქცეულ ნაწყვეტს ბერუჩაშვილის ინტერვიუდან.

XS
SM
MD
LG