Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: დათო სიხარულიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: დათო სიხარულიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:43:15 0:00

28 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დათო სიხარულიძე, "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ნატოს 26-27 ოქტომბრის მინისტერიალზე, რომელზეც ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მიაღწიეს პროგრესს რიგ საკითხში, რომელიც უკავშირდება შეკავებისა და თავდაცვის სისტემის განმტკიცებას და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად გულისხმობს შავ ზღვაში ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერებას. ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე არაერთხელ აღინიშნა ნატოს ერთიანობა: "ჩვენ ვართ ისეთი ერთიანნი, როგორც არასდროს", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ნატოს თავდაცვის მინისტრებმა იმსჯელეს ნატოს მიერ შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების ღონისძიებებზე, მათ შორის - 2017 წლის დასაწყისში ალიანსის აღმოსავლეთში ოთხი მრავალეროვანი ბატალიონის განთავსებაზე. ამ ბატალიონებს გაუძღვებიან კანადა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და აშშ. ნატოს მინისტერიალზე აგრეთვე იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონში ნატოს ყოფნის გაძლიერებას. მრავალეროვნულ ბრიგადას რუმინეთი ჩაუდგება სათავეში. დათო სიხარულიძემ პასუხები გასცა კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში გაჩნდა მას შემდეგ, რაც ნატოს ვარშავის სამიტის დღის წესრიგში დადგა შავ ზღვაში ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერება. ხშირად დასმული კითხვებიდან ერთ-ერთია - ნატოს ეს გეგმა იქნება გამანეიტრალებელი რუსეთიდან მომდინარე საფრთხის, თუ პირიქით - გაზრდის ამ საფრთხეს? რას მიიღებს საქართველო ამ პროექტიდან და რა შეიძლება იყოს მისი, როგორც ნატოს პარტნიორი ქვეყნის როლი? ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობას მოისმენთ ინტერვიუში დათო სიხარულიძესთან.

XS
SM
MD
LG