Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩებმა მოიწონეს საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შემოღება და ამ რეჟიმის შეჩერების მექანიზმი


ევროკავშირის ელჩებმა დღეს მოიწონეს საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შემოღება და ამ რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. ახლა მოსალოდნელია, რომ თებერვლის ბოლოს, სავარაუდოდ, 27 თებერვალს ევროკავშირის მინისტერიალზე დაადასტურებენ ამ გადაწყვეტილებას და მარტის პირველ დღეებში ევროპარლამენტში გაიმართება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, დიპლომატები ვარაუდობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები მარტის ბოლოდან შეძლებენ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას და ამავე დროს ამოქმედდება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გასცა რეკომენდაცია საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ, მაგრამ ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში სკეპტიკურად შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. მაგალითად, გერმანიაში შეშფოთება გამოთქვეს დანაშაულების გამო, რომელთაც თითქოს ქართველების ბანდები სჩადიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG