Accessibility links

საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში 680 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, მათ შორის 64 მთავარი ან ცენტრალურია, 603 კი - საქალაქო, საბავშვო და სასოფლო. საბიბლიოთეკო დოკუმენტების (წიგნადი ფონდის) ჯამური რაოდენობა დაახლოებით ათ მილიონამდე ეგზემპლარია, რომელთა მოვლასა და სათანადო პირობებში შენახვაზე ბიბლიოთეკების 1800-მდე თანამშრომელი ზრუნავს. რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება რეგიონებში მდებარე ბიბლიოთეკების თანამშრომლებს? როგორია მათი შრომის პირობები და რამდენად აკმაყოფილებთ მკითხველებს ბიბლიოთეკების მომსახურება? - ამ თემაზე „რეგიონალურ მაცნეში“ შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და რუსთავიდან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG