Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა პოროშენკოს მოუწოდა, სწრაფად აღადგინოს მთავრობის ერთიანობა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ფოტო გადაღებულია კიევში, 2015 წლის 7 დეკემბერს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ფოტო გადაღებულია კიევში, 2015 წლის 7 დეკემბერს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მოუწოდა სწრაფად აღადგინოს მთავრობის ერთიანობა, რომელიც უკრაინას რეფორმებისკენ წინსვლის საშუალებას მისცემდა. თეთრი სახლის თანახმად, სატელეფონო საუბრისას მხარეები შეეხნენ ასევე პოლიტიკური კრიზისს სწრაფად მოგვარების აუცილებლობას. კრიზისი მოჰყვა უკრაინის ეკონომიკის ავტორიტეტიანი მინისტრის, აივარას აბრომავიჩიუსის გადადგომას. მინისტრმა მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა. ბაიდენმა და პოროშენკომ ილაპარაკეს ასევე უსაფრთხოების საკითხებზე და მინსკის შეთანხმების პოლიტიკურ მხარეზე. მათ შეშფოთება გამოხატეს უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების გაუარესების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG